შენახულები (0) 
   News
2011-08-17 - ფოკანის საიუველირო და საეკლესიო ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის თიბისი გალერეაში
2011-05-17 - ფოკანის წარმატებული და ხალხმრავალი გამოფენა
2011-05-06 - "ფოკანის სახელოსნოების" გამოფენა - 7.8.9 მაისი
2011-03-28 - დავით კაკაბაძე საქმიანი მოლაპარაკების დროს BUCCELLATI-სთან
2011-03-17 - საიუველირო ნაწარმისა და საათების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა "ბაზელვორლდი"
1
საიუველირო ნაწარმისა და საათების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა "ბაზელვორლდი"

2011 წლის 24 - 31 მარტს,  შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება ყოველწლიური საიუველირო ნაწარმისა და საათების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „ბაზელვორლდი“ (BASELWORLD). გამოფენაზე ყოველწლიურად თავიანთ სიახლეებსა და პროდუქციას წარადგენენ მსოფლიოში ცნობილი  ბრენდები – „კარტიე“, „ბულგარი“, „გუჩი“, „შანელი“, „როლექსი“, „შოპარი“, „ვან კლიფ ენდ ერპლი“, „ჰერმესი“, „პატეკ ფილიპი“, „კორლოფი“ და სხვა.
2011 წელს ბაზელვორლდში მონაწილეობის მისაღებად პირველად მიიწვიეს ქართული კომპანია  „ფოკანის სახელოსნოები“, (ქართული ბრენდი), თავის პროდუქციას (ტიხრული მინანქარი, მიკრომოზაიკა და საიუველირო ნაკეთობები) გამოფენს სპეციალურად „ფოკანის სახელონოების“ პროდუქციისთვის გამოყოფილ პავილიონში.
ქართული საიუვილერო ბრენდის „ფოკანის სახელოსნოები“ მონაწილეობა ბაზელვორლდის 2011 წლის  გამოფენა-დათვალიერებაში მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გამო:
• ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია;
•  ტიხრული მინანქრის უძველესი ქართული ხელოვნების; ქართული ორნამენტისა და მოხაზულობის, ქართული ფერთა გამის გამოყნებეით შექმნილი ნიმუშების გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ:
• ქართული კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო კულტურულ პროცესებში  ჩართვა.
• ქართული სავაჭრო ნიშნისა და ბრენდის – ფოკანის – პოპულარაზიცაია და ქართული ტრადიცული ხელოვნებისა და ქართული ისტორიული მასალებით შექმნილი ნიმუშების გავრცელება.

Pokany Baselფოკანის სახელოსნოების მონაწილეობა ბაზელვორლდის გამოფენა-გაყიდვაში განაპირობებს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებას მსოფლიო ბაზარზე აღიარებულ კომპანიებთან და საიუველირო სახლებთან. დაგემილია მოლაპარაკებების და შეხვედრების გამართვა სხვადასხვა მსხვილ და ცნობილ კომპანიებთან, რაც თავისთავად გულისხმობს ხელშეკრულებების გაფორმებას  მნიშვნელოვან საიუველირო ბრენდებთან სამომავალო თანამშრომლობისათვის.
ფოკანის სახელოსნოების მიწვევა ყოველწლიურ საიუველირო გამოფენაზე „ბაზელვორლდი“ქართული ბრენდის  საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს, რაც, გარდა იმისა რომ მოახდენს ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს საქართველოში და ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
http://www.baselworld.com/en-US.aspx
http://baselcatalog.messe.ch/mch/zoomdetails_search.asp?exhibitor=116217

  Pokany © All Rights Reserved
ENG GEO