შენახულები (0) 
   News
2011-08-17 - ფოკანის საიუველირო და საეკლესიო ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის თიბისი გალერეაში
2011-05-17 - ფოკანის წარმატებული და ხალხმრავალი გამოფენა
2011-05-06 - "ფოკანის სახელოსნოების" გამოფენა - 7.8.9 მაისი
2011-03-28 - დავით კაკაბაძე საქმიანი მოლაპარაკების დროს BUCCELLATI-სთან
2011-03-17 - საიუველირო ნაწარმისა და საათების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა "ბაზელვორლდი"
1
ფოკანის წარმატებული და ხალხმრავალი გამოფენა

2011 წლის 7 მაისს, სასტუმრო რედისონში გაიხსნა ფოკანის 3 დღიანი გამოფენა, -„ხელოვნების 10 წლიანი ისტორია". გახსნას დაესწრო უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ვისი კურთხევითაც 10 წლის წინ დაარსდა ფოკანის სახელოსნოები. გახსნას გაუძღვა მსახიობი ზურა გეწაძე. გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა ნიკოლოზ რურუამ. ბოლოს პატრიარქმაც დალოცა ფოკანის საქმიანობა და წარმატება უსურვა დავით კაკაბაძეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დიდი და მრავალფეროვანი კოლექცია, საეკლესიო და საერო ფოკანი, - ახალი, "ფოკანის" მაღაზიებში წარმოდგენილი ნაკეთობები და წლების მანძილზე შექმნილი ნივთები, რომლებიც სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებიდან სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიკრიბა.

დახვეწილ საგამოფენო სივრცეს, სასიამოვნო გარემოს, ფოკანის ნაკეთობების ფერთა და ფორმათა სიმრავლესა და მრავალფეროვნებას აღფრთოვანებაში მოჰყავდა დამთვალიერებელი. 3 დღის განმავლობაში გამოფენას უამრავი ადამიანი ეწვია, მათ შორის ნინო სუხიშვილი და  ნანი ბრეგვაძე. დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ, კარგად დაკვირვებოდნენ ყველა ნამუშევარს და გასაუბრებოდნენ დიზაინერებს კონკრეტული ნაკეთობის მხატვრული და ტექნიკური ღირსებების შესახებ.

  Pokany © All Rights Reserved
ENG GEO