შენახულები (0) 
   News
2011-08-17 - ფოკანის საიუველირო და საეკლესიო ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის თიბისი გალერეაში
2011-05-17 - ფოკანის წარმატებული და ხალხმრავალი გამოფენა
2011-05-06 - "ფოკანის სახელოსნოების" გამოფენა - 7.8.9 მაისი
2011-03-28 - დავით კაკაბაძე საქმიანი მოლაპარაკების დროს BUCCELLATI-სთან
2011-03-17 - საიუველირო ნაწარმისა და საათების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა "ბაზელვორლდი"
1
ფოკანის საიუველირო და საეკლესიო ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის თიბისი გალერეაში

ფოკანის გამოფენა ბათუმში23 - 25 აგვისტოს, თიბისი ბანკისა და თიბისი სტატუსის ინიციატივით, ბათუმის თიბისი გალერეაში "ფოკანის" საიუველირო და საეკლესიო ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.
დამთვალიერებელი პირველად ნახავს სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის საყურის ასლს, რომელიც „ფოკანის" ოსტატებმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის დაამზადეს. გადმოცემით, ეს, სწორედ, ის საყურეა, რომელმაც ნიკოლოზ ბარათაშვილს თავისი ცნობილი ლექსი „საყურე" შთააგონა.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება: "ფოკანის" კოლექციაში შესული უნიკალური ნამუშევრები: უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ოქრომჭედლობის ნიმუშები, თანამედროვე დიზაინის სამკაული, ტიხრული მინანქრით, ფაიფურითა და მოზაიკის ელემენტებით გაფორმებული აქსესუარები.

  Pokany © All Rights Reserved
ENG GEO